რა არის IELTS მოსამზადებელი კურსი

IELTS მოსამზადებელი კურსი სტუდენტს ამზადებს გამოცდის ოთხი მოდულისთვის: Listening, Reading, Writing და Speaking. გარდა ამისა, კურსი მოიცავს ზუსტად იმ გრამატიკას და ლექსიკას, რომელიც რომელიც აუცილებელია IELTS ტესტის მაღალ ქულაზე დასაწერად.

კურსის მიზანი

IELTS მოსამზადებელი კურსის მიზანია, სტუდენტმა რაც შეიძლება მაღალი ქულა აიღოს IELTS გამოცდაზე. კურსი ორიენტირებულია გამოცდისთვის საჭირო უნარების და ტექნიკის განვითარებაზე და სტუდენტის თავდაჯერებულობის გაზრდაზე.

მეთოდოლოგია და მასალები

IELTS მოსამზადებელი კურსი თანმიმდევრულად მიჰყვება საგამოცდო ტესტის თითოეულ დავალებას და ნაბიჯ-ნაბიჯ უვითარებს სტუდენტს ამ დავალებების წარმატებით შესრულებისთვის აუცილებელ უნარებს. კურსი ასევე გულისხმობს პროგრესის მუდმივ მონიტორინგს ტესტების და ინდივიდუალური გასაუბრებების საშუალებით.

კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის სახელმძღვანელოს The Official Cambridge Guide to IELTS და სხვა დამატებით მასალებს.

მასწავლებელი

კურსს უძღვება კარლ ვეტჰემი, ჩვენი ბრიტანელი მასწავლებელი, რომელსაც აქვს IELTS გამოცდისთვის სტუდენტების მომზადების 15-წლიანი გამოცდილება.
.

 

კურსის დეტალები

► კურსის ხანგრძლივობ: 8 კვირა (32 საათი)
► ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 7-8
► გაკვეთილების რაოდენობა: 2 გაკვეთილი კვირაში
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი
► ცოდნის საჭირო დონე: B2 (Upper Intermediate) ან C1 (Advanced)
► სრული კურსის ღირებულება: 600 ₾
► კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის ან Re|Bank-ის საშუალებით
.

რეგისტრაცია

ექსპრეს სასაუბრო კურსი

რა არის ექსპრეს სასაუბრო კურსი

როგორც წესი, სასაუბრო ინგლისურის დონე უფრო რთულად ვითარდება ვიდრე ენის სხვა კომპონენტების. ამის მთავარი მიზეზი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკის არქონაა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, სრულიად განსხვავებული კურსის განვითარება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უცხოელ მასწავლებელთან ინტენსიურ გაკვეთილებს მოიცავს და მთელი კურსის განმავლობაში ჩვენს მოსწავლეებს ინგლისურენოვან გარემოში აცხოვრებს.

კურსის მიზანი

კურსი ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია ჩვენი მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება. ექსპრეს სასაუბრო კურსი ძალიან სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული.

მასწავლებლები

ექსპრეს სასაუბრო კურსს მხოლოდ უცხოელი (ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი) მასწავლებლები უძღვებიან. გამოცდილება გვიჩვენებს, თუ რამდენად მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან, განსაკუთრებით თანამედროვე სალაპარაკო ინგლისურის შესწავლის პროცესში.

სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია

ჩვენი გამოცდილი მასწავლებლების გუნდის დახმარებით, სპეციალურად ამ კურსისთვის განვავითარეთ ახალი მეთოდოლოგია და შევქმენით სრულიად ახალი კურიკულუმი და სასწავლო მასალები. კურსი ორიენტირებულია საუბრის პრაქტიკაზე და არ მოიცავს საშინაო დავალებას.

ამასთან, გარდა სასწავლო მასალებისა, სპეციალურად ექსპრეს სასაუბრო კურსისთვის შევქმენით დამატებითი დამხმარე რესურსები, რაც აერთიანებს ქოუჩინგის და პიროვნული განვითარების ტექნიკებს. ამის მიზანია, დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, უფრო ეფექტურად, ფოკუსირებულად და პროდუქტიულად განივითარონ ინგლისურის ცოდნის დონე.
.

.

კურსის დეტალები

► კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა (40 საათი)
► ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 6-7
► გაკვეთილების რაოდენობა: 5 გაკვეთილი კვირაში
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი
► სრული კურსის ღირებულება: 580 ₾
► კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის ან Re|Bank-ის საშუალებით
.

რეგისტრაცია

ექსპრეს სასაუბრო კურსი ონლაინ

რა არის ექსპრეს სასაუბრო კურსი

როგორც წესი, სასაუბრო ინგლისურის დონე უფრო რთულად ვითარდება ვიდრე ენის სხვა კომპონენტების. ამის მთავარი მიზეზი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკის არქონაა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, სრულიად განსხვავებული კურსის განვითარება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უცხოელ მასწავლებელთან ინტენსიურ გაკვეთილებს მოიცავს და მთელი კურსის განმავლობაში ჩვენს მოსწავლეებს ინგლისურენოვან გარემოში აცხოვრებს.

საბედნიეროდ, თანამედროვე ცხოვრება სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად ონლაინ სწავლების ფუფუნებასაც გვაძლევს. ამიტომ გადავწყვიტეთ, სტანდარტული ესქსპრეს სასაუბრო კურსის ონლაინ ვერსიის შეთავაზებაც მათთვის, ვისთვისაც ონლაინ სწავლება უფრო მოსახერხებელი და პროდუქტიულია, ვიდრე ჩვენი სკოლის სივრცეში.

კურსის მიზანი

კურსი ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია ჩვენი მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება. ექსპრეს სასაუბრო კურსი ძალიან სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული.

მასწავლებლები

ექსპრეს სასაუბრო კურსს მხოლოდ უცხოელი (ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი) მასწავლებლები უძღვებიან. გამოცდილება გვიჩვენებს, თუ რამდენად მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან, განსაკუთრებით თანამედროვე სალაპარაკო ინგლისურის შესწავლის პროცესში.

სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია

ჩვენი გამოცდილი მასწავლებლების გუნდის დახმარებით, სპეციალურად ამ კურსისთვის განვავითარეთ ახალი მეთოდოლოგია და შევქმენით სრულიად ახალი კურიკულუმი და სასწავლო მასალები. მეთოდოლოგია მორგებულია ონლაინ სწავლების პრინციპებს და, შესაბამისად, კურსი მოიცავს ისეთ ელექტრონულ რესურსებს, როგორიცაა ვიდეოები, ინტერაქტიული სავარჯიშოები, ქვიზები და ა. შ. კურსი ორიენტირებულია საუბრის პრაქტიკაზე და არ მოიცავს საშინაო დავალებას.

ამასთან, გარდა სასწავლო მასალებისა, სპეციალურად ექსპრეს სასაუბრო კურსისთვის შევქმენით დამატებითი დამხმარე რესურსები, რაც აერთიანებს ქოუჩინგის და პიროვნული განვითარების ტექნიკებს. ამის მიზანია, დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, უფრო ეფექტურად, ფოკუსირებულად და პროდუქტიულად განივითარონ ინგლისურის ცოდნის დონე.
.

 

კურსის დეტალები

► კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა (40 საათი)
► ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 6-7
► გაკვეთილების რაოდენობა: 5 გაკვეთილი კვირაში
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი
► სრული კურსის ღირებულება: 580 ₾
► კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის ან Re|Bank-ის საშუალებით
.

რეგისტრაცია

ბიზნეს სასაუბრო ინგლისური

რა არის ბიზნეს სასაუბრო კურსი?

ბიზნეს სასაუბრო კურსი ინგლისურის ძალიან სწრაფი ონლაინ კურსია ძალიან დაკავებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ ინგლისურთან ერთად ბიზნესისთვის საჭირო უნარების განვითარება, როგორიცაა – ბიზნეს სმოლ თოქი, პრეზენტაცია, ზრდილობიანი კომუნიკაცია ინგლისურად, მოლაპარაკებები, ფიჩინგი, სატელეფონო საუბარი, იმეილის წერა და ა. შ.

კურსის მიზანი

კურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს ბიზნეს კომუნიკაციისთვის საჭირო ტერმინოლოგიის წრაფად ათვისებაში, ინგლისურად საუბრის კომპლექსის მოხსნაში, ბარიერების გადალახვაში და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკებაში.

მასწავლებლები

ბიზნეს სასაუბრო კურსს მხოლოდ უცხოელი (ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი) მასწავლებლები უძღვებიან. გამოცდილება გვიჩვენებს, თუ რამდენად მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან, განსაკუთრებით თანამედროვე სალაპარაკო ინგლისურის შესწავლის პროცესში.

სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია

კურსი ორ თვეს გრძელდება, გაკვეთილები ტარდება ყოველდღიურად და ორიენტირებულია საუბრის პრაქტიკაზე. კურსი არ მოიცავს საშინაო დავალებას.
.

 

კურსის დეტალები

► კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა (40 საათი)
► გაკვეთილების რაოდენობა: 5 გაკვეთილი კვირაში
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი
► სრული კურსის ღირებულება: 630 ₾
► კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის ან Re|Bank-ის საშუალებით
.

რეგისტრაცია

ზოგადი ინგლისურის კურსი

რა არის ზოგადი ინგლისურის კურსი

ზოგადი ინგლისურის კურსი ბექას სკოლის მთავარი და ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტზე. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar და Vocabulary.

კურსის მიზანი

კურსის მთავარი მიზანია, ჩვენმა სტუდენტებმა სრულად დაფარონ ინგლისურის შესაბამისი დონე და, კურსის გავლის შემდეგ, გადავიდნენ ინგლისურის ცოდნის მომდევნო დონეზე, ენის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.

მასწავლებლები და სწავლების მეთოდოლოგია

წლების განმავლობაში, გამოცდილებამ გვაჩვენა ჩვენი მეთოოდოლოგიის ეფექტურობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კურსს პარალელურად უცხოელი (native speaker) და ქართველი მასწავლებლები უძღვებიან. ქართველი მასწავლებელი გრამატიკულ ნაწილს ასწავლის და ქართულ ენაზე ხსნის გრამატიკულ წესებს და ნორმებს, რაც სტუდენტს ფრანგმენტული ცოდნის სტრუქტურირებაში და ახალი ცოდნის მიღებაში ეხმარება. სტუდენტი მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში უკვე უცხოელ მასწავლებელთან იყენებს და ეს გაკვეთილები სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მსგავსი კომბინირებული მიდგომა მაქსიმალურად ზრდის სტუდენტის როგორც ცოდნის დონეს, ისე მის თავდაჯერებულობას ინგლისურენოვან გარემოში.

სასწავლო მასალები

ზოგადი ინგლისურის კურსისთვის ვიყენებთ ოქსფორდის სახელმძღვანელოს English File და სხვა დამატებით მასალებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, დატვირთვა უშუალოდ გაკვეთილზე ხდებოდეს, რათა მოსწავლეს არ უწევდეს ბევრი საშინაო დავალების გაკეთება.
.

 

კურსის დეტალები

 კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (72 საათი)
 ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 8-9 სტუდენტი
 გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 3 (1 ქართველთან და 2 უცხოელთან)
 გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
სრული კურსის ფასი: 1120
► კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის ან Re|Bank-ის საშუალებით
.

რეგისტრაცია

ზოგადი ინგლისური დამწყებთათვის

რა არის ზოგადი ინგლისურის კურსი

ზოგადი ინგლისურის კურსი ბექას სკოლის მთავარი და ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტზე. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar და Vocabulary.

დამწყებებს ზოგადი ინგლისურის კურსის ორ დონეს ვთავაზობთ – Beginner და Elementary. თითოეული დონე გრძელდება ორ თვეს. სრულიად დამწყებებისთვის სასურველია ჯერ Beginner და შემდეგ Elementary დონის გავლა, მათთვის კი, ვინც უკვე იცის წერა, კითხვა და მარტივი სიტყვები და ფრაზები – პირდაპირ Elementary კურსის გავლა.

კურსის მიზანი

კურსის მთავარი მიზანია, ჩვენმა სტუდენტებმა სრულად დაფარონ ინგლისურის შესაბამისი დონე და, კურსის გავლის შემდეგ, გადავიდნენ ინგლისურის ცოდნის მომდევნო დონეზე, ენის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.

მასწავლებლები და სწავლების მეთოდოლოგია

ორივე დონეზე კურსს ქართველი მასწავლებელი უძღვება იქიდან გამომდინარე, რომ ენის შესწავლის საწყის ეტაპზე აუცილებელია, მოსწავლეს ჰყავდეს მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებელი. Elementary დონის გავლის შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება გადავიდეს Pre-Intermediate (A2) დონეზე, რაც გულისხმობს იმას, რომ უკვე შეეძლება უცხოელ (Native Speaker) მასწავლებელთან კომუნიკაციის დამყარება.

სასწავლო მასალები

ზოგადი ინგლისურის კურსისთვის ვიყენებთ ოქსფორდის სახელმძღვანელოს English File და სხვა დამატებით მასალებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, დატვირთვა უშუალოდ გაკვეთილზე ხდებოდეს, რათა მოსწავლეს არ უწევდეს ბევრი საშინაო დავალების გაკეთება.

კურის დეტალები

თითოეული დონის ხანგრძლივობა: 2 თვე (36 საათი)
► ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 8-9 სტუდენტი
► გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 3 გაკვეთილი
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
► თითოეული დონის ღირებულება: 500 ₾
► კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის ან Re|Bank-ის საშუალებით
.

რეგისტრაცია

IELTS მოსამზადებელი კურსი

რა არის IELTS მოსამზადებელი კურსი

IELTS მოსამზადებელი კურსი სტუდენტს ამზადებს გამოცდის ოთხი მოდულისთვის: Listening, Reading, Writing და Speaking. გარდა ამისა, კურსი მოიცავს ზუსტად იმ გრამატიკას და ლექსიკას, რომელიც რომელიც აუცილებელია IELTS ტესტის მაღალ ქულაზე დასაწერად.

კურსის მიზანი

IELTS მოსამზადებელი კურსის მიზანია, სტუდენტმა რაც შეიძლება მაღალი ქულა აიღოს IELTS გამოცდაზე. კურსი ორიენტირებულია გამოცდისთვის საჭირო უნარების და ტექნიკის განვითარებაზე და სტუდენტის თავდაჯერებულობის გაზრდაზე.

მეთოდოლოგია და მასალები

IELTS მოსამზადებელი კურსი თანმიმდევრულად მიჰყვება საგამოცდო ტესტის თითოეულ დავალებას და ნაბიჯ-ნაბიჯ უვითარებს სტუდენტს ამ დავალებების წარმატებით შესრულებისთვის აუცილებელ უნარებს. კურსი ასევე გულისხმობს პროგრესის მუდმივ მონიტორინგს ტესტების და ინდივიდუალური გასაუბრებების საშუალებით.

კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის სახელმძღვანელოს The Official Cambridge Guide to IELTS და სხვა დამატებით მასალებს.

მასწავლებელი

კურსს უძღვება კარლ ვეტჰემი, ჩვენი ბრიტანელი მასწავლებელი, რომელსაც აქვს IELTS გამოცდისთვის სტუდენტების მომზადების 15-წლიანი გამოცდილება.
.

 

კურსის დეტალები

► კურსის ხანგრძლივობ: 8 კვირა (32 საათი)
► ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 7-8
► გაკვეთილების რაოდენობა: 2 გაკვეთილი კვირაში
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი
► ცოდნის საჭირო დონე: B2 (Upper Intermediate) ან C1 (Advanced)
► სრული კურსის ღირებულება: 600 ₾
► კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის ან Re|Bank-ის საშუალებით
.

რეგისტრაცია

ბექას გრამატიკა

რა არის ბექას გრამატიკა

ბექას გრამატიკა სპეციალურად ქართველებისთვის შექმნილი ინგლისური ენის გრამატიკის სწრაფი ონლაინ კურსია, რომელიც სრულად ფარავს შესაბამისი დონის გრამატიკას დაწყებული დროის ფორმებით და დამთავრებული არტიკლებით და წინდებულებით. კურსის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს, რომლებიც ქართველ მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ.

კურსის მიზანი

კურსი ორიენტირებულია ბაზისური გრამატიკული წესების მაქსიმალურად სწრაფად შესწავლაზე, რაც სტუდენტს უქმნის მყარ თეორიულ საფუძველს იმისთვის, რომ შემდეგ უფრო სწრაფად და ეფექტურად განივითაროს ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარები.

მეთოდოლოგია და მასალები

კურსისთვის ვიყენებთ Cengage Learning-ის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს Practical Grammar. კურსი სრულად მორგებულია ონლაინ სწავლების სპეციფიკას, გაკვეთილები ინტერაქტიული ლექციის ფორმატით მიმდინარეობს და მოიცავს ბექას მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს, ელექტრონულ ქვიზებს და სავარჯიშოებს.
.

 

კურსის დეტალები

► კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა (36 საათი)
► ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 15-18 სტუდენტი
► გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 3 გაკვეთილი
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი
► სრული კურსის ფასი: 380 ₾
► კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის ან Re|Bank-ის საშუალებით
.

რეგისტრაცია